NDI-ის კვლევების მიხედვით
საპარლამენტო არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37% მისცემდა
ხმას.
ამ წუთებში
ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ლუის ნავარო პარტიულ
რეიტინგებს მედიის წარმომადგენლებს აცნობს.
კვლევაში
კითხვაზე: ვის მისცემდით ხმას ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს,
გამოკითხულთა 37% პასუხობს, რომ ისინი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდნენ, 12%
კი, „ქართულ ოცნებას“. ნავაროს თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 18%-დან 12 %-მდე შემცირდა.
რაც შეეხება „ქრისტიან
დემოკრატებს“ აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ისინი მხარს ქდმ-ს
დაუჭერენ. არცერთ პარტიას - 3 % უჭერს
მხარს, ხოლო 2% სხვა ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა. ამასთან აღნიშნულ კითხვაზე 22 % პასუხობს, რომ
მათ კითხვაზე პასუხი არ იციან, ხოლო კითხვაზე უარს 21 % აცხადებს.
ლუის ნავარო
პასუხების „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ მათი მაღალი პროცენტებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ
პარტიებს მოუწოდებს საკუთარ გეგმებზე მეტი ისაუბრონ და საზოგადოებას თავიანთი
პოზიციების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან ამ პასუხებიდან ირკვევა,
რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს
გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ აქვს.
internet.ge