„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა“ პარტიის რეგიონულ ყრილობას
ხვალ, ზუგდიდის მთავარ მოედანზე, 11:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი" -ს მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ
განუცხადა.
მისი თქმით, ყრილობაზე სიტყვით საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოვა.
ღონისძიება ზვიად გამსახურდიას სახელობის
მოედანზე გაიმართება. აქტიურად მიმდინარეობს სცენის მონტაჟიც.
მმართველი
პარტია ყრილობის გამართვას საქართველოს 11 ქალაქში გეგმავს.
internet.ge