NDI-ის კვლევის მიხედვით,
კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? -
გამოკითხულთა 38% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 14% - კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს - 18%, კითხვაზე პასუხი არ იცის - 16%-მა, 9% კი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას.
ამასთან,
გამოკითხულთა 4% აცხადებს, რომ მათ
შეხედულებებთან ახლოს „ქრისტიან-დემოკრატები“ არიან, ხოლო 1% - სხვა ოპოზიციას ასახელებს, რომელშიც მოიაზრებიან - "ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის," "თეთრები", "ევროპელი დემოკრატები" და "საქართველოს დემოკრატიული პარტია".
internet.ge