GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკელი სენატორები ივანიშვილის განცხადებას უარყოფენ
15:23 07.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას, რომელიც მიხედვითაც საქართველოში ჩამოსულ სენატორებს საქარველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელის გაგონებაც არ სურდათ, სამშობლოში გამგზავრებამდე სენატორი ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი გამოეხმაურნენ. 

როგორც მაკკეინმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მსგავსი არაფერი უთქვამს.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი“- განაცხადა მაკკეინმა.

რაც შეეხება, სენატორ ლიბერმანს, მისი თქმით ივანიშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„შეხვედრაზე სააკაშვილის შესახებ მსგავსი არაფერი თქმულა, ეს სიცრუეა. ჩვენ აქ რომელიმე პარტიის ლიდერის მხარდასაჭერად არ ვიმყოფებით. მიშა სააკაშვილს წლებია ვიცნობ, ვმუშაობ მასთან ერთად, ვხედავ ტრანსპორმაციას და პროგრესს საქართველოში “,- განაცხადა სენატორმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქარელში მოსახლეობასთან აღნიშნა, სენატორებს, მიხეილ სააკაშვილის გვარის გაგონებაც არ სურდათ.

„ყველამ ყველაფერი იცის რა კაცთან გვიწევს ურთიერთობა. გარწმუნებთ, რომ მის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან. მაკკეინს, რომელსაც სააკაშვილი საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა მისი გვარის გაგონებაც არ სურდა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება1
თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს2
თამარ კინწურაშვილი: კახი კალაძე და თეა წულუკიანი საარჩევნო უბნებზე შესვლას ცდილობდნენ3
ნიკა რურუა: გარკვეულ ძალებს ბაგრატის ტაძრის თემის პოლიტიზირება სურს4
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X