ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის
მიერ წარმოდგენილ კვლევაში რიგ საკითხებთან მიმართებაში, რესპონდენტები მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად არიან დაყოფილნი.
კითხვას
- „იციან თუ არა ვანო
მერაბიშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის 4-წლიანი გეგმის
შესახებ? – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 62% დადებითად პასუხობს, 33% კი, - უარყოფითად.
ამასთან, კითხვას - „ეთანხმებით თუ არა ვანო
მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას“? – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 87% დადებითად პასუხობს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 32%
მერაბიშვილის გაპრემიერებას მიესალმება.
ასევე, კითხვას - „ბოლო სამი თვის
განმავლობაში იღებდით თუ არა საკმარის ინფორმაციას მედიასაშუალებებით იმ პარტიის შესახებ, რომელსაც მხარს
უჭერთ“?
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 83% დადებით
პასუხს სცემს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა - 57%.
გარდა ამისა არის კიდევ ერთი
კითხვა - „27
მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა:
„ჩემი
პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა
და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც
ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“. იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 14% პროცენტმა ამ გეგმის შესახებ იცის,
ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 66 პროცენტმა.
internet.ge