„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 11 ქალაქში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყრილობას გამართავს.
როგორც
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყრილობები კულტურული პროგრამით დაიწყება, ასევე იქნება
ლიდერების გამოსვლები, რომლებიც პროგრამას „მეტი
სარგებელი ხალხს“ წარადგენენ.
თაქთაქიშვილის
ინფორმაციით, ყველა ხარჯს პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი
გაიღებს და აუდიტის სამსახურს გეგმიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ. ყრილობას მიხეილ სააკაშვილი, ვანო
მერაბიშვილი და დავით
ბაქრაძე დაესწრებიან.
“ყრილობა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ
11:00 საათზე დაიწყება, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის შენობის წინ 12:00 საათზე, ბათუმში, ერას
მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე,
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ
- 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე
- 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე
მეორეს მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის
წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ,
ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, ხოლო თბილისში- სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება“,-
განაცხადა თაქთაქიშვილმა.
internet.ge