პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს სტაბილური მხარდამჭერები ჰყავს, რადგან მათი
ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება.
როგორც ჟურნალისტებს NDI-ის კვლევების შეფასებისას დარჩიაშვილმა განუცხადა, მათთვის,
ვისაც ქვეყანაში პოლიტიკა აინტერესებს, წამყვანი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება გამოწვეულია იმით, რომ რაც უნდა თქვას ბიძინა ივანიშვილმა ან მისმა რომელიმე კოლეგამ ე.წ. ლიბერალური ფრთიდან, რომ არასდროს მათ ნატოს წინააღმდეგ არაფერი უთქვამთ, ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს.
„მათი სიის ათეულის წარმომადგენლები
დღემდე ლაპარაკობენ იმას, რაც რუსეთს ძალიან გაუხარდება. ამას საზოგადოება ხედავს. ადამიანებს ეჭვი ეპარებათ სად იყო ივანიშვილი, როდის მერე დაინტერესდა პოლიტიკით? მილიარდები ადვილად სად იშოვა და რატომ?“ –
დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“? გამოკითხულთა
37% პასუხობს, რომ მხარს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, 12% კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3% „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.
internet.ge