ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის ყრილობა“
მსახიობმა დუტა სხირტლაძემ გახსნა. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს ადგილიდან აცნობეს ქალაქის მთავარ მოედანზე უამრავი
ადამიანია შეკრებილი. მხარდამჭერთა სიმრავლის გამო, მთავარ მოედანთან მისასვლელ გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მაჟორიტარობის
კანდიდატი როლანდ ახალაია.
ამ წუთებში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე
მომღერალი ლელა წურწუმია სიმღერას ასრულებს.
რაც შეეხება მიმართვას, როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ
განუცხადა, ზუდგიდელებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12:00 საათისთვის მიმართავს.
internet.ge