საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული
მოვლენების შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამშვიდობო
დოკუმენტისთვის რომ არ მოეწერა ხელი, აფხაზები სოხუმსა და მთლიანად რეგიონს
ვერანაირი რესურსით ვერ დაიცავდნენ.
როგორც ზუგდიდში „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ რეგიონალურ ყრილობაზე
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, შევარდნაძემ რუსეთს აფხაზეთი
აჩუქა.
„ახლა კი გვეუბნებიან, რომ რუსეთს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო
ოკუპანტად აღიარებს, ხელი მოვუწეროთ მოთხოვნებზე და მერე რაღაცას გაგვიჩარხავს, ჩვენ
ოკუპაციის ხაზზე ვაშენებთ ლაზიკას, ჩვენ რუსეთს ვერ გადავახტებით ამიტომ
განახლებულ ლაზიკაში აფხაზები თვითონ მოვლენ. რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა
მოწინააღმდეგემ გავაკეთებთ ლევარდეს და სქურს. აღმშენებლობა სამეგრელოში და
მთლიანად საქართველოში გაგრძელდება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ლაზიკას პორტი ზუგდიდის გაგრძელება და სამეგრელოს
გვირგვინი იქნება.
„ჩვენ მოწინააღმდეგეებს სურთ თბილისს შენობები დაუნგრიონ, ქუთაისს
პარლამენტი, სამეგრელოს ლაზიკა, არ გამოვა ეს საქმე. რა ჰოლმსზეც არ უნდა
გველაპარაკონ, სამეგრელო მათ ვერ მიიღებს. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს,“-
განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
internet.ge