აზერბაიჯანი ცდილობს
გაამარტივოს სხვა ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი, მაგრამ ამ პროცესს აფერხებს ის, რომ
„ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილება
გვსურს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბულგას
გარაევმა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და ირლანდიის
მედიასაშუალებებთან საუბრისას.
მინისტრი სომხეთს გულისხმობდა, რომელთანაც ურთიერთობა აზერბაიჯანელი სამხედროს
რამილ საფაროვის შეწყალების შემდეგ (რომელმაც სომეხი სამხედრო მოკლა) უკიდურესად
დაიძაბა.
ბაქომ განაცხადა, რომ სომხეთი ტერორს გეგმავს მის ტერიტორიაზე, რათა საფაროვი
მოკლან, თავის მხრივ, ერევანმაც განაცხადა, რომ საფაროვის ლიკვიდაციას თავად
აზერბაიჯანი მოახდენს და ამას სომხეთს დააბრალებენ.
internet.ge