GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლმენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
14:35 08.09.2012
დღის სიახლეები

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლმენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და კითხვაც არავის დარჩება.

როგორც  ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, ბათუმი არის იმედი არა მხოლოდ აჭარლებისთვის, არამედ დანარჩენი საქართელოსთვის, კავაკასიისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ევროპოსთვის და ეს იმედი არათუ მოკვდება, არამედ ხორცი შეესხმება.

„თუ ყველაფერში საქართველოს ადანაშაულებთ და თავზე ნაცარს იყრით, თქვენ  არ გიყვართ საქართველო. თუ უკან ისევ ასლან აბაშიძის ხალხი მოგყავთ, რომელმაც კინაღამ დაგვაქცია, თქვენ არ გიყვართ საქართველო. ჩვენი ბავშვები იმ ქალაქში უნდა გავზარდოთ, სადაც შიში და ტოტალური უმუშევრობა ვეღარ იბოგინებს. ბათუმი უნდა გადაიქცეს ასს პროცენტიანი დასაქმების ქალაქად და ჩვენ ამას მივაღწევთ.  ეს იქნება პირველი ქალაქი ბარაკების გარეშე. ბათუმს ვაქცევთ არამხოლოდ შავი ზღვიპირეთის ყველაზე ბრწყინვალე ქალაქად, რომელიც უკვე არის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ სასწაულად არა იმიტომ, რომ ცათამბჯენები გვექნება, არამედ იმიტომ, რომ ვიცხოვრებთ ისე როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები“, - დასძინა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ვერ გატეხენ, გზას ვერ ააცდენენ და ქვეყანას უშუქობისა და ჩაზნექილი სკამების ეპოქაში ვერ დააბრუნებენ.

„ვიცი, რომ ყოველდღიური ბრძოლა არის არსებობისთვის. გენატრებათ, რომ პური და კარაქი გქონდეთ ბავშვებისთვის და  ავად გახდომის გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ დაზღვეული არ ხართ, მაგრამ ხომ იცით, ამ ქალაქმა რამხელა ნახტომი განახორციელა. ერთმა ჩინელმა ფილოსოფოსმა თქვა, რომ უბსკრულს „ორი ნახტომით ვერ გადაახტები“. იმას, ვისაც უნდა ჩვენი სვლა შეაჩეროის, მას უნდა, რომ   უბსკრულში ჩავიჩეხოთ, საიდანაც საქართველო ვერასოდეს ამოვა. ეს ქალაქი არის იმედი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ დანარჩენი საქართველოსთვის, დანარჩენი კავაკასიითვის, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ევროპოსთვის. ამ იმედს არ მოვკლავთ და ხორცს შევასხამთ. თქვენი იმედი მაქვს აჭარლებო. აუცილებლად, გავიმარჯვებთ დიდი უპირატესობით, რომ კითხვაც კი არავის დარჩეს“, - დასძინა სააკაშვილმა.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასამართლომ 24 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ძმები გაათავისუფლა1
კუბლაშვილი: ვისურვებდი, ივანიშვილის პოზიცია უფრო მეტად სახელმწიფოებრივი იყოს2
ნიკოლიზ ჯანჯღავა პატიმრობიდან გათავისუფლდა3
პოლონეთის სეიმის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს გამართავს4
ფანჯიკიძე: რუსეთში ივანიშვილის ქონების გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X