მას შემდეგ, რაც თეირანს ბრალი
დასდეს მსოფლიოს მშვიდობისათვის საფრთხის შექმნაში, კანადამ მასთან დიპლომატიური
ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ირანის მიერ
მსოფლიოსათვის საფრთხის შექმნის მიზეზად ბაშარ ასადისათვის სამხედრო დახმარების
აღმოჩენა, ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა
აღმოჩნდა.
კანადის საგარეო
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ირანის ტერიტორია უკვე ყველა
კანადელმა დიპლომატმა დატოვა.
პარალელურად, ხუთი დღის
განმავლობაში ყველა ირანელ დიპლომატს მოუწევს კანადის დატოვება.
ირანის ხელისუფლების
წარმომადგენელთა განცხადებით, კანადის გადაწყვეტილება „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის ნაკარნახევი.“
Internet.ge