ამ
წუთებში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ქუთაისში გახსნა და ქუთაისელებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის გამოსვლის დაწყებამდე
მოსახლეობას სიყვით ქუთაისის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ და
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი თევდორაძემ მიმართეს.
ბობოხიძის
შეფასებით, პირველ ოქტომბერს ქართველებმა ახალი დიდგორობა უნდა მოიგონ.
„მადლობა,
რომ ოთხი წელი მომითმინეთ და ჩემთან ერთად
იბრძოდით ქუთაისისთვის“, - მიმართა ბობოხიძემ მოსახლეობას.
თევდორაძის თქმით, ქუთაისი ახალი მაჯისცემით
იწყებს ცხოვრებას.
„ქუთაისს არ სჭირდება წარსულზე ოცნებები,
არამედ გზა, სამუშაო ადგილები და პარლამენტი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ და 1-ელ ოქტომბერს გავცემთ კითხვას პასუხს - რას
ვირჩევთ უკან დაბრუნებას წარსულში თუ მომავალს?“, - მიმართა თევდორაძემ
მოსახლეობას.
internet.ge