საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალციხეში
“ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობას მთავრობის მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმა
გააცნო.
„ჩვენი გეგმა არის ოთხ პუნქტიანი და პირველი რასაც
ჩვენ გავაკეთებთ: თითოეულ ოჯახს ჩვენ გადავცემთ 1000 ლარიან ვაუჩერს. ყველა ოჯახს
თავისი პრობელემა აქვს და ამ თანხას ყველა თავის სასიკეთო და პრობლმების
მოგვარებაში გამოიყენებს.
ჩვენი მეორე, მთავარი ამოცანა საქართველოს სოფლის
განვითარებაა, მე ვიცი როგორ უჭირს სოფელს დღეს და ვაძლევ პირობას ყველას (და
ისინი ნახევენ თუ როგორ უდგას მხარში მათ საქართველოს მთავრობა), რომ ყველა სოფელს
ექნება გზა, წყალი და ინეტრნეტი. ჩვენ საქართველოში ავაშენებთ 500 ახალ სამეურნეო
საწარმოს, ჩემი მიზანია გავაორმაგო სოფლის
მეურნეობის პროდუქცია.
მესამე პრობლემა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოში,
ეს არის უმუშევრობა, მე ისეთივე შემართებით შევებრძოლები სიღარიბეს, როგორც
ვებრძოდი კორუფციას, კრიმინალს და ბევრ სხვას. ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში
არის ჯანდაცვა, ამიტომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი იქნება
ჯანმრთელობის დაცვა. დღეს უმეტესობა არის დაზღვეული, რაც ძალიან კარგის
მაჩვენებელია“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ჩვენ უნდა გავხდეთ ყველაზე
ჯანმრთელი საზოგადოება. თუმცა ჯერ უნდა გაკეთდეს სწორი არჩევანი, დასაქმებისკენ,
განვითარებისკენ, განათლებისკენ, სოფლის განვითარებისკენ.
Internet.ge