სააკაშვილი: ვისაც საქართველოს საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, სჯობს თავის სტუდიაში ჩაიკეტოს
მიხეილ
სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობაზე ქუთაისში,
ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ის გეგმები გააცნო,
რომელთა განხორციელებასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქალაქში აპირებს.
პრეზიდენტმა
გამოსვლისას ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ანდერს ფოგ
რასმუსენის განცხადებით საქართველოსათვის ნატოს კარი ღიაა.
ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიმართვისას განაცხადა, რომ ქუთაისი ისტორიულად
წარმოადგენდა განათლებისა და კულტურის ეროვნულ ცენტრს და სწორედ ამიტომ მომავალი
თაობების კეთილდღეობის მიზნით საქართველო არ უნდა დაბრუნდეს წარსულში.
„ქუთაისში,
სადაც არის წარმოუდგენლად კარგი ახალგაზრდობა და საერთოდ იმერეთში, ქუთაისელები,
თერჯოლელები, ტყიბულებები, ზესტაფონელები ყველაზე მაღალ ქულებს იღებენ
ოლიმპიადებზე. არასდროს ამ ახალგაზრდების მისაბაძი აღარ გახდება კანონიერი ქურდი,
ნარკომანია ვეღარასდროს დაბრუნდება ჩვენს ეზოებში, ცუდი სწავლა ვერასდროს ვეღარ
იქნება რამე კარგის კრიტერიუმი, ვერც ჩვენს მასწავლებლებს დაემუქრება ვინმე
დაჭერით“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისში პრეზიდენტმა ოპონენტების გამონათქვამებზეც
გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ვისაც მთელი
საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, სჯობს ის თავის სტუდიაში
ჩაიკეტოს, იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები.
„ადრე,
ქუთაისის ხსენება ირონიას იწვევდა, არადა საქართველოს კულტურის ნამდვილიმოღვაწენი,
უდიდესი მეცნიერები, პოეტები, მწერლები და კომპოზიტორები ყველანი ქუთაისიდან
იყვნენ და ვბრუნდებით ქუთაისში. ყველა ოჯახმა უნდა ნახოს სარგებელი. ხომ ამბობდნენ
ვერ ააშენებენ საავდმყოფოებსო, ჩუვარდათ კოვზი ნაცარში და ხმა ჩაუვარდა ვინც მაგას
ამბობდა. ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება
უნდა, სჯობს ის თავის სტუდიაში ჩაიკეტოს, იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო
სიმღერები. ვინც შეჩვეულია თავის
კარში გოლის გატანას, ის ჩვენს კარს ვერასოდეს აიღებს, რადგან მაგარი მეკარეები
დგანან“, - განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge