პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით დღეს ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. მისივე თქმით, რუსთავში იმ რაოდენობის ხალხი, როგორც დღეს არის არასდროს ყოფილა.
როგორც რუსთავში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რუსთავი საქართველოს სიამაყეა, სადაც აღორძინება დაწყებულია.
სააკაშვილის განცხადებით, მას დღეს შეკრებილ ხალხზე სხვადასხვა მონაცემებს აწვდიან. ერთ-ერთი მონაცემით კი, დღეს ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა.
“არასდროს ისტორიაში, არც “ვარდების რევოლუციის” დროს, ამდენი ხალხი ერთად არ დამდგარა, ეს კი ახლა იმიტომ ხდება, რომ 1-ელ ოქტომბერს არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა თავისუფლება და მომავალი. ჩვენმა მტერმა ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარი და ბოლო ფალავანი შეამოგდო, მაგრამ საქართველო დაპირებებზე არ იყიდება, საქართველომ გემო გაუგო აღმშენებლობას და არასდროს არავის მისცემს საშუალებას მონობაში დააბრუნოს.”,- განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დღევანდელი დღე არის პაუხი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლის ლობისტები რუსულ ფულს ხარჯავენ და ცდილობენ მოისყიდონ ცალკეული ქართველები და უცხოელები.
“ყველაფრის მიუხედავად საქართველო არ გაიყიდება. ჩვენ დაპირებებით და ოცნებებით, განსაკუთრებით რუსული ოცნებებით არ ვკვებავთ ხალხს”,- დასძინა პრეზიდენტმა.
Internet.ge