სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ დასკვნითი ყრილობა გოკა გაბაშვილმა გახსნა
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ დასკვნითი ყრილობა უმრავლესობის წევრმა გოკა
გაბაშვილმა გახსნა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყრილობას წუთი წუთზე შეუერთდება.
ცნობილია, რომ სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე და
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ ყრილობა დღეს საქართველოს 10
ქალაქში გამართა. მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყველა რაიონში იმყოფებოდა. მან უამრავ
მხარდამჭერს „ნაციონალური მოძრაობის“
პროგრამა გააცნო.
internet.ge