დავით ბაქრაძე: “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა
21:14 08.09.2012
|
დღის სიახლეები
|
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, კრიტიკას ყველასგან მიიღებს, მაგრამ არა მათგან, ვინც 10 წლის წინ ქრთამებს იღებდნენ და ხალხის ხარჯზე მდიდრებოდნენ.
ამის შესახებ განცხადება, ბაქრაძემ დღეს, სპორტის სასახლეში გამართულ წინასაარჩევნო ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ყველაფერი რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს საქართველოს ემსახურება.
“დღევანდელი დღე გამორჩეულია. საქართველოს მასშტაბით დღეს ხალხი შეიკრიბა იმისათვს, რომ ემსახუროს საქართველოს გამარჯვებას. “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება კი, საქართველოს გამარჯვებაა”,- განაცხადა ბაქრაძემ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|