„თქვენი მხარდაჭერა ჩვენ ვალად გვაწევს, რომელიც 24
საათიანი მუშაობის შედეგად უნდა გადაგიხადოთ“,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ და „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში
შეკრებილ მხარდამჭერებს.
მან მადლობა გადაუხადა, თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.
ბაქრაძის განცხადებით, ხალხსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა დღეს არ
დაწყებულა და წლებს ითვლის.
„ჩვენს ერთად დგომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მადლობს
გიხდით იმ წლებისთვის რაც ერთად გამოვიარეთ.
ერთად ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს თუ მკითხავთ არის თუ არა ქვეყანა
უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე 8 წლის წინ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ - კი.
თუმცა თუ მკითხავთ, როგორი გვინდა იყოს ის, გეტყვით - კარგი. ბევრი გვაქვს
გასაკეთებელი“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ბოლო მოუღო
კრიმინალს და ქურდულ მენტალიტეტს. დღეს კი მათი ამოცანა უმუშევრობის დაძლევაა.
Internet.ge