ბიძინა ივანიშვილი: ყველა აღრიცხვაზე გვეყოლება და ყველას მოუწევს პასუხისგება
19:12 09.09.2012
|
დღის სიახლეები
|
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გულდასმით შეისწავლიან ყველა რეგიონში არსებულ სიტუაციას და თელავში დაზარალებულ ყველა გლეხს ზარალს აუნაზღაურებენ.
როგორც დღეს თელავში გამართულ აქციაზე, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხდა, ქართველებს სამარცხინო რამ სჭირს და ხალხს უწყლობა სტანჯავს, რაც ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა და ისინი გადაჭრიან ამ პრობლემას.
კოალიციის ლიდერი მის მიერ ბიუჯეტში გადარიცხულ 80 მილიონ ლარსაც შეეხო. მისი თქმით, გადარიცხული თანხა ხელისუფლებამ მთელს საქართველოზე გადაანაწილა, იმის მაგივრად, რომ ეს ფული კახეთისთვის მოეხმარებინათ.
“ყველა დაისჯება ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას პროფესიის მიუხედავად. მე მასწავლებლების წინაშე ქედს ვიხრი და ვეტყვი მათ ნუ მისცემთ ხელისუფლებას საშუალებას არჩევნების გაყალბებაში გამოგიყენონ”,- განაცხდა ივანიშვილმა.
"ყველა აღრიცხვაზე გვეყოლება და ყველას მოუწევს პასუხისგება" - დასძინა ივანიშვილმა, თუმცა იქვე განაცახდა, რომ ამდენი მუქარა პრევენციის მიზნით კეთდება, რათა ვეღარავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|