საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობს.
დებატები ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის საუბრით დაიწყო, მან ვანო
მერაბიშვილს გამბედაობა შეუქო, რომ დებატებში მიიღო მონაწილეობა.
პირველ არხზე გამართული დებატების დროს ნათელაშვილი გამოვიდა ინიციატივით,
ბიძინა ივანიშვილის ადგილას, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო, პინგვინის ფოტოსურათი
დაედოთ, რომელიც მან სტუდიაში თავად მიიტანა.
“ივანიშვილის ფინანსებით და სააკაშვილის ბრძანებით, ვანო მერაბიშვილმა
რეპრესიული მანქანა შექმნა, თუმცა მას დებატებში მონაწილეობის გამბედაობას
ვუქებ”,- განაცხდა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კიდევ ერთ
მონაწილეს, გიორგი თარგამაძეს, მან საუბარი ‘’ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელი
ყრილობის კრიტიკით დაიწყო, მან მმართველი გუნდის მიერ გუშინ, მოსახლეობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაიხსენა და მთავრობა დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მისი თქმით, წინსვლიდან ბევრმა ოჯახმა კონკრეტული სარგებელი ვერ იგრძნო, რაც უნდა გამოსწორდეს.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა დღევანდელ დებატებში ყველა მხარეს მიეღო მონაწილეობა. რაც შეეხება სამთავრობო
პროგრამას, პრემიერის თქმით, მათი მთავარი მიზანი სამუშაობის შექმნა იქნება.
internet.ge