გიორგი თარგამაძე: პირობას გაძლევთ არასდროს გავხლეჩ ქართველ ერს
21:20 09.09.2012
|
დღის სიახლეები
|
“ქრისტიან დემოკრატიული პარტიის” ლიდერი გიორგი თარგამაძე პირობას დებს, რომ გაპრემიერების შემდეგ ის არასდროს გახლეჩს ქრთველ ერს და არ შეუწყობს ხელს დაპირისპირებას.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე სიტყვით გამოსვლისას თარგამაძემ განაცხადა, მათი მოძრაობა საქართველოს ხალხის გაერთიანების, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი მოძრაობა იქნება.
“მინდა მივმართო ჩემს დებს და ძმებს, სოფლად თუ ქალაქად, რამდენიმე დღეში ჩვენ მოგვიწევს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. “ქრისტიან-დემოკრატიული” არჩევანი ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის ცხოვრების წესი, ეროვნული ფასეულობების, ტრადიციების პატივისცემა, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, ღმერთის სამშობლოს და ადამიანის სამსახურში ყოფნა”,- განაცხადა თარგამაძემ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|