GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შალვა ნათელაშვილის მთავარი დაპირება ნატოზე უარის თქმაა
21:32 09.09.2012
დღის სიახლეები

ნატოზე უარის თქმა - ეს არის "ლეიბორისტული პარტიის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

როგორც ნათელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში, დებატების დროს განაცხადა, უნდა გაიხსნას გზა რუსეთთან, რათა ქართველ გლეხს საკუთარი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანის საშუალება მიეცეს.

თუმცა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შეფასებით, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ბედნიერება, დღევანდელი ხელისუფლების წასვლა იქნება. საქართველოსთვის მთავარი საფრთხე კი არა პუტინი და რუსეთი, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც ორიენტირებულია ნატოზე.

მისი თქმით, ქვეყნიდან უნდა წავიდეს სააკაშვილი და უკან გაიყოლოს ივანიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისინი საბრალდებო სკამზე მოხვდნენ. 

“ახლოვდება განკითხვის ჟამი, ამდენად, დღევანდელი დღე მართლაც ისტორიულია იმ გაგებით, რომ ხალხმა გაიგო და ნახა თეთრი და შავი”,- განაცხადა ნათელაშვილმა. 

ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილსა და სააკაშვილს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, მას დებატებში ვერცერთი დაუჯდა, რადგან ამისთვის მზად არ არიან.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სათქმელიც გააჟღერა, ნატოზე უარის თქმისა და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების სახით.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯაბა სამუშია დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე კომისიის შექმნას ითხოვს1
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში2
საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა3
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული4
ორსულმა ქუჩაში ისე იმშობიარა, რომ მომხდარი თავადაც ვერ გააცნობიერა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X