ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას
მელია უკვე თბილისშია. იგი უწყებათაშორის
დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს
შეაფასებს.
დელეგაცია ამერიკის საერთაშორის განვითარების სააგენტოს,
თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტის
წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული.
ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში ტომას მელია შეხვედრებს ოპოზიციურ
პარტიებთანაც გამართავს. იგი მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
internet.ge