ფანჯიკიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმაზე ნაკლები რაოდენობის ხალხი გამოიყვანა, ვიდრე ჩვენ 27 მაისს
ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 11 ქალაქში ყრილობის ჩატარებით, საკუთარი
ამომრჩეველი აღრიცხა.
ამის შესახებ განცხადება ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმაზე ნაკლები რაოდენობის ხალხი გამოიყვანა,
ვიდრე მათ 27 მაისს გამოიყვანეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი შეიკავა და თბილისში მხარდამჭერები
ქუჩაში არ გამოიყვანა, რადგან მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. სპორტის სასახლე
გარკვეული რაოდენობის ადამიანს იტევს და იმაზე ნაკლები რაოდენობის ადამიანი ეტევა
ვიდრე ჩვენს მიერ 27 მაისს გამართულ აქციაზე გამოვიდა. რაც შეეხება თავად აქციის
დროს გამომსვლელ ლიდერებს, „ქართული ოცნების“ მისამართით გამოყრენებული სიძულვილის
ენა აპოთეოსი იყო. მათ და კონკრეტულად მერაბიშვვილმა განაცხადა, რომ ჩვენ როგორც
კლასი უნდა მოვისპოთ. ამ განცხადებაში კი არამხოლოდ ლიდერები იგულისხმებიან,
არამედ ის ათი ათასობით ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს“,- განაცხადა
ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით , 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ დასკვნითი
აქცია თბილისში გაიმართბა. იქამდე კი აქციები ახალციხესა და ზუგდიდშია დაგეგმილი.
Internet.ge