"საქართველოს ნატოში
შესაძლო გაწევრიანების თემაზე აპელირება ახალისებს საქართველოს ხელისუფლების
რევანშისტულ მისწრაფებებს," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ალიანსის გენერალური მდივნის
განცხადების კომენტირებისას, რომელშიც ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ
საქართველოს მომავალი სახლი - ნატოშია.
ლუკაშევიჩის თქმით, ეს განცხადება „არ შეიცავს რაიმე ახალ ელემენტებს იმ
გადაწყვეტილებასთან შედარებით, რაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს იქნა
მიღებული და რაც დადასტურდა 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე, როცა გაცხადდა, რომ
„საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
მიუხედავად ამისა, ლუკაშევიჩის თქმით, მსგავსი განცხადებები მოწმობს იმას, რომ
„ნატომ ვერ გამოიტანა დასკვნები 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან და
თბილისისასთვის გამამართლებელი მესიჯების გაგზავნას აგრძელებს“.
მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი „არ
ამყარებს არავის უსაფრთხოებას,“ და „ზრდის დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში“.
internet.ge