აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან
საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები
ამ წუთებში მმართველი პარტიის წარმოამდგენლებს ხვდებიან.
დელეგაცია, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს
საქართველოში წინასაარჩეწვნო მდგომარეობით ინტერესდება.
უცხოელმა სტუმრებმა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ქდმ“-ს
ლიდერ გიორგი თარგამაძისა და „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან უკვე
მიიღეს.
როგორც შეხვედრის დასრულების წინ უმრავლესობის წევრმა აკაკი
მინაშვილმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი იმ რეფორმებს შეეხება, რომელიც
დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნვეყოფს.
„იცით რომ ჩვენი მტკიცე ნებაა მართველმა გუნდმა თავისუფალ არჩევნებში
მოვიპოვოთ გამარჯვება. ამისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მოვიწვიეთ
საერთაშორისო დამკვირვებლები,“ - განაცხადა მინაშვილმა.
internet.ge