GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა იმისთვის არ ავაშენეთ, რომ ახლა მნგრეველებს გადავაბაროთ
18:17 10.09.2012
დღის სიახლეები

მარნეულში ახალი იუსტიციის სახლი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ქვეყანამ მხოლოდ წინ უნდა იაროს და საქართველო სამშვიდობოს გაიყვანონ.

„მიხარია, რომ ახალი პოლიტიკოსების თაობა მოდის, მათ შორის ქართველი აზერბაიჯანელების, რომლებიც ყველაფერს მიაღწევენ საქართველოში, რადგან საქართველო ყველას ეკუთნის. აღარასდროს უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში ის დრო, როცა ხალხს ფულს ართმევდნენ, როცა იყო კორუფცია. ჩვენ ახლა უკეთესად უნდა ვიცხოვროთ და ხალხი დასაქმდეს. ჩვენ ყველა ვამაყობთ მარნეულით, რადგან ადრე არავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ადგილის ასე გაკეთება იყო შესაძლებელი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მარნეულში ქართველი მასწავლებლები ჩადიან და ადგილობრივებს ქართულს ასწავლიან.

„რამდენიმე დღის წინ მთელმა საქართველომ დაანახა მსოფლიოს და ყველას, რომ ქართველი ერი მრავალეთნიკური ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი. ამდენი ხალხი არასდროს გამოსულა საქართველოში. მინდა ვუთხრა მათ ვისაც გრძელი სია აქვს დასანგრევი ობიექტების და დასაჭერი ხალხის, გუშინ უკვე ჩვენ პოლიციელებსაც დაემუქრნენ, იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მნგრეველებსა და მღრნელებს  გადავაბაროთ. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას. ჩვენი ხალხი ნგრევას და უკან დაბრუნებას არ შეეგუება. მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ და სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი საქართველო“,- განაცხადა სააკაშვილმა.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X