ჩიორა თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნება“ 8 სექტემბერს ამომრჩეველთან შეხვედრისას ხელს გვიშლიდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით,
„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდელობას, რომ მმართველი გუნდის
მხარდამჭერი აქცია ჩაშლილიყო.
როგორც ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების
შემდეგ თაქთაქიშვილმა განუცახდა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები
დღეს კომისიამ განიხილა და რეკომენდაციებიც გასცა.
„კომისიას ინფორმაცია მივაწოდე გარკვეულ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი
ჰქონდა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. ისინი ცდილობდნენ ჩვენი შეხვედრის
ჩაშლას. ამასთან, „ინფო 9“ განსაკუთრებით
გამოირჩეოდა 8 სექტემებერს და ისინი აქტიურად გვიშლიდნენ ხელს ამომრჩევლებთან
შეხვდრისას,“-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
Internet.ge