„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი კახი კალაძეს სკანდალურ ბრალდებებს უყენებს (VIDEO)
„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი, რეჟისორი ზაზა სვანაძე „ქართული ოცნების“
ერთ-ერთ ლიდერს და პარტიული სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს სკანდალურ ბრალდებებს უყენებს და მას ე. წ „გეი
ჯგუფების“ მხარდაჭერასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რეჟისორმა „itv“-ის
ეთერში გადაცემა „კითხვის ნიშანში“ სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნული ბრალდების დასასაბუთებლად სვანაძეს კახი კალაძის მიერ
დიზაინერ ბიჭოლასთან, იგივე ანზორ თეთრაძესთან ახლო მეგობრული ურთიერთობები მოჰყავს და აცხადებს, რომ ბიჭოლასთან სტუმრად,
სპეციალურად საზღვარგარეთიდან, ჰომოსექსუალური ჯგუფები კახი კალაძემ ჩამოიყვანა და დააფინანსა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
„ინტერნეტ.ჯი“ კახი კალაძესთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თუმცა
უშედეგოდ.
იხ. ვიდეო
internet.ge