შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის
განცხადება 1-ელ ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით,ზღუდავს
მოქალაქეთა რეაქციას დემოკრატიის ნორმების დარღვევაზე, - თუკი ასეთს ექნება ადგილი.
ეს განცხადება, ასევე, უჩვეულოდ ჟღერს იმ მინისტრის მხრიდან, რომელიც ცნობილია,
როგორც მხარდამჭერი „არაბული რევოლუციებისა“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
საქართველოში ვიზიტისას ბილდტმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ქუჩის
დემონსტრაციები კონტრპროდუქტიული იქნება.
„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ
განცხადებაზე. ის ცნობილია თავისი აქტიური მხარდაჭერით „არაბული რევოლუციებისა“ და
საპროტესტო აქციების მიმართ სხვა ქვეყნებში. ამიტომ მცდელობა, აპრიორშივე შეზღუდოს
რეაქცია დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევაზე საქართველოში არჩევნების დროს,
მინიმუმ, შვედეთის მინისტრის არათანმიმდევრულ შეხედულებებზე მეტყველებს“ -
განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მან განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კარლ ბილდტი მოსკოვში ჩავა კერძო
ვიზიტით და საგარეო უწყებაში მას ამ საკითხთან დაკავშირებითაც გაესაუბრებიან.
„ჩვენ დავინტერესდებით ადამიანების თვითგამოხატვის უფლების აღქმაზე
მისი ამ შერჩევითობით“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
Internet.ge