“ლეიბორისტული პარტიის” გენერალური
მდივნის და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, იოსებ შატბერაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩვენი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობს ორი ადამიანი – სააკაშვილი და ივანიშვილი. ერთი მონიპოლისტური კომპანიების “ავერსისა” და “პსპ” მფლობელია, მეორე - “ფარმადეპოსი”.
შატბერაშვილი ამბობს, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია წამლის შეძენა და მედიკამენტის უქონლობის გამო ადამიანები კვდებიან.
მაჟორიტარობის კანდიდატმა განმარტა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ, რომელიც დღემდე არც კი განხილულა.
“თუ
გსურთ, ამ კანონპროექტმა მიიღოს კანონის ძალა, აირჩიეთ „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში უმრავლესობით და უკვე ოქტომბრის თვიდან აღნიშნული კანონი ამოქმედდება”. –
განაცხადა
შატბერაშვილმა.
internet.ge