პარლამენტში, მომავალ კვირას, სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება.
ამის შესახებ "ინტერნეტ.ჯი"-ს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პროექტის ინიცირება მომავალ კვირას მოხდება, მაგრამ შესაძლოა, რეგლამენტის პროექტის განხილვა მომავალ კვირას არ დაიწყოს, რომ პროექტს ფრაქციები გაეცნონ.
„თუ გვინდა, რომ რეგლამენტთან დაკავშირებით ობიექტურები ვიყოთ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რეგლამენტი წინა პარლამენტმა, მომავალი პარლამენტისთვის მიიღოს, რადგან ახლა, არავინ იცის მომავალ პარლამენტში პოლიტიკური ძალთა თანაბარდობა როგორი
იქნება. ამიტომ ვინც ამ ჯგუფში არის ჩართული – ობიექტურია, ვინაიდან არ ხდება მორგება პოლიტიკურ სურათზე”, - განაცხადა მან.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი, ახალ რეგლამენტს, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღებს.
რაც შეეხება სიახლეებს, გოგორიშვილის მტკიცებით, ახალ რეგლამენტში ბევრი სიახლე იქნება, თუმცა, საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარების პროცედურა არ შეიცვლება.
მოქმედ რეგლამენტში, არ არის განსაზღვრული ამომრჩევლებთან ურთიერთობა და მათთან კავშირი. ახალ რეგლამენტში, ამომრჩეველთა ურთიერთობის თანაბარი ვალდებულება იქნება - როგორც პარტიული სიით, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ძალიან ბევრი იქნება და გირჩევთ, რეგლამენტი წაიკითხოთ, დიდი და სქელკანიანი იქნება, მაგრამ მაინც, წაკითხვა სჯობს“, – დასძინა მან.
Internet.ge