ნინო კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს
15:17 11.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, კარლ ბილდტის პოზიციასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
კალანდაძის შეფასებით, რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვყენის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა.
“არ მგონია, რომ მათ რამე განსხვავებული მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდათ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ გაკეთებული კრიტიკული გამონათქვამები, არის უდაოდ მცდელობა იმისა, რომ კვლავ ხელი აფათურონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, იყვნენ მონაწილები და იღებდნენ მონაწილობას ჩვენი ბედის წარმართვაში”,- განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა. ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ ბილდტს განმარტებებს მოსკოვში ვიზიტის დროს მოსთხოვენ. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი, საქართველოში ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას, არჩევნებთან დაკავშირებით, უცნაურს უწოდებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|