საქართველოს
პრეზიდენტმა
დღეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა და მის სარეაბილიტაციო პროექტს გაეცნო.
ქვეყნის
პირველი პირი ადგილობრივებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. სააკაშვილის განცხადებით, ვანი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ადგილია
“მსოფლიო
მნიშვნელობის
ახალ ცენტრს ვქმნით, ყველაზე თანამედროვე მუზეუმს. თითქმის 10 მილიონი გამოვყავით იმისათვის, რომ ვანს თავისი ყველაზე მაგარი მუზეუმი ჰქონდეს”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის
თქმით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ის რამდენიმე დღეში ქუთაისში აეროპორტს გახსნის.
მიხეილ
სააკაშვილი
დღეს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
“რუსეთმა
თქვა: ჩვენ არ გვაინტერსებს კარგი არჩევნები, ჩვენ გვინდა კარგი, მაგარი არეულობა არჩევნების შემედეგ. ეს მათ დღეს, ოფიციალურად განაცხადეს. ჩვენ მათ ვუპასუხებთ წყნარი, კარგად ორგანიზებული არჩევნებით”,- განაცხდა სააკაშვილმა.
ამ წუთებში კი საქართველოს პრეზიდენტი ხარაგაულში იმყოფება და
მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
Internet.ge