გოგი თოფაძის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო“, კოალიცია „ქართულ
ოცნებას“ ოფიციალურად დღეს შეუერთდება.
როგორც თოფაძის პრესცენტრი იუწყება, 16:00 საათზე ოცნებაში გადასვლის შესახებ თავად გოგი თოფაძ
ისაუბრებს.
ბოლო პერიოდში ქართულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ
თოფაძეს ივანიშვილმა, კოალიციაში გაწევრიანებისთვის, „ქართუ ბანკში“ არსებული ვალი
მთლიანად ჩამოაჭრა. თუმცა აღნიშნული ფაქტი თოფაძემ საუბრისას კატეგორიულად უარყო.
„მე ბანკის ვალი მაქვს და არა ბიძინასი, როცა 18 საწარმოს ფლობ,
ბუნებრივია, ბანკთან თანამშრომლობა გჭირდება. დიახ, მე მაქვს „ქართუ ბანკში“ ვალი,
რომელსაც ვისტუმრებ“,- განაცხადა თობაძემ iTV-ის
პრესკლუბში საუბრისას.
internet.ge