ტომას მელია საქართველოში ვიზიტის შესახებ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოში დაგეგმილი
ვიზიტის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს და შეფასებას გააკეთებს.
ტომას მელია საქართველოში 10 სექტემბერს
ჩამოვიდა. იგი უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში ტომას მელია ოპოზიციურ პარტიებს
და მთავრობის წარმომადგებლებს შეხვდა.
Internet.ge