ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში რამოდენიმე
წუთის წინ დაიწყო. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დავით უსუფაშვილი, კახა კალაძე და თეა წულუკიანი ესწრებიან.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები მონიტორინგის მისიას წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
ევროპის
საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. დღეს დელეგაციის
წევრები სხვადასხვა სახის შეხვედრებს გამართავენ.
19:30 საათზე კი ვიზიტის შედეგებს
პარლამენტში სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
Internet.ge