„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი
წევრი, თინა ხიდაშელი, კოალიციის ახალ წევრ - გოგი თოფაძესთან დაპირისპირების ფაქტს
უარყოფს, როგორც ხიდაშელმა „iTV"-ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, შეიძლება
პარტნიორებს შორის განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს, მაგრამ კალიციის წევრები
მთავარ საკითხებზე თანხმდებიან.
„არ მახსენდება ჩვენი დაპირისპირების არც ერთი ფაქტი. შეიძლება რიგ საკითხებზე განსხვავებული აზრი
გვქონდეს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ძირითად იდეებს მრეწველები სრულიად
იზიარებენ“,– განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კოალიციის წევრი თოფაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის შეხებ ბიძინა
ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება.
„ქალბატონი ნონოს კოალიციაში ყოფნის შესახებ, ივანიშვილმა თავისი
კომენტარი გააკეთა, მას შემდეგ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა“,– განმარტა თინა
ხიდაშელმა.
გასულ კვირას "მრეწველების" ლიდერმა განაცხადა, რომ კოალიციაში ნინო
ბურჯანაძის შეყვანისთვის ყველაფერს გააკეთებს.
გოგი თოფაძე "ქართულ ოცნებაში" ოფიციალურად დღეს გადავიდა.
internet.ge