კეტრინ ეშტონმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ევროპარლამენტში ისაუბრა
"საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ჩვენ ამ ურთიერთობების
გაღრმავების მომხრე ვართ", - აღნიშნული განცხადება, საქართველოს შესახებ ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა
გააკეთა.
ეშტონმა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე სტრასბურგში, ევროპარლამენტში
ისაუბრა.
კეტრინ ეშტონმა ყურადღება გაამახვილა სირიაში და ბალკანეთში მიმდინარე მოვლენებზეც. მისი
სიტყვის ერთ-ერთი ნაწილი კი შეეხო აღმოსავლეთის პროგრამის პარტნიორობის ქვეყნებს:
საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და სომხეთს.
Internet.ge