„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ანდრო კალანდაძე მოსახელობასთან
შეხვედრებს განაგრძობს.
მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ ძეგვის მოსახლეობას შეხვდა. მათ წინასაარჩვენო პროგრამაზე ესაუბრა და
პარტიის პრიორიტეტებიც გააცნო.
ანდრო კალანდაძემ შეხვედრისას ყურადღება დასაქმებაზე, ჯანდაცვის
სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და სოფლის მეურნეობაზე გაამახვილა.
„ჩვენ მოსახლეობას იმ პრიორიტეტების შესახებ ვესაუბრებით, რომელიც
დღეს მომავალმა თაობამ, პარლამენტმა და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ეს ძირითადი
პრიორიტეტები არის ჯანდაცვა, სოფლის განვითარება და საქმება“,-განაცხადა
კალანდაძემ.
კალანდაძემ განმარტა, რომ მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ოთხ
წელიწადში ყველა უნდა იყოს დასაქმებული.
Internet.ge