ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის გახსნისადმი მიძღვნილ წირვას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აუცილებლად დაესწრებიან.
როგორც ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა
განუცხადა, მისი გუნდი, ბაგრატის ტაძრის გახსნაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებას დადებითად აფასებს და
წინადადებას იღებს.
„აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილნი, თუმცა როგორი შემადგენლობით, ამაზე ვფიქრობთ“,
- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის,
სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოლიტიკურ
სპექტრს, მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა.
internet.ge