ოპოზიციონერი დეპუტატი,
ჯონდი
ბაღათურია,
10 ათასი
სტუდენტისთვის,
სტუდენტის
სტატუსის აღდგენას ითხოვს.
ოპოზიციონერი, დღეს, პარლამენტში, ასამდე სტუდენტს
შეხვდა და მათ ის ცვლილებები გააცნო, რომელიც „ქართულმა დასმა“ მოამზადა.
მისი თქმით, სტუდენტებს, რომელთაც
2011–2012 წლებში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, სწავლის საფასური ბიუჯეტმა უნდა აუნაზღაუროს.
„ეს უნდა იყოს ერთჯერადი აქტი და სტუდენტების
სწავლის საფასური პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაიფაროს. საქართველოში
განათლების რეფორმა სრული კრახით დამთავრდა. 10 ათას სტუდენტს სპეკულაციურად მაღალი
ფასების გამო, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. დღეს, სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება,
რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებს“, – დასძინა მან.
internet.ge