ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე
თავდასხმის შედეგად მოკლულია ერთი თანამშრომელი, ერთი კი დაჭრილია.
საელჩოს შენობას თავს
ისლამისტები დაესხნენ, რომლებიც 11
სექტემბერთან დაკავშირებით აშშ-ში ერთ-ერთი სატელევიზიო ფილმის ჩვენებას
აპროტესტებენ, რადგან აცხადებენ, რომ, ფილმი შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ
მუჰამედს.
მათ შენობა ჯერ
ნაღმმტყორცნებიდან დაცხრილეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. სასწრაფოდ
თანამშრომელთა ევაკუაცია გახდა საჭირო.
აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ
ვაშინგტონი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად წესრიგის აღდგენაზე მუშაობს.
წუხელ აშშ-ის საელჩოთან,
ანალოგიური მიზეზის გამო, ეგვიპტეშიც ჩატარდა აქცია.
Internet.ge