GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თომას მელია: საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს
17:14 12.09.2012
დღის სიახლეები

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ამის შესახებ განცხადება, მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი შეფასებით, საქართველოში ხარვეზების მიუხედავად, კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ამერიკის მთავრობა კი, განაგრძობს თანამშრომლობას ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერთან.

მომავალი არჩევნები საქართველოსთვის შანსია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წინსვლისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნების სამართლიანად აღქმა. საარჩევნო პროცესისთვის კი, პირველი და მნიშვნელოვანი პრინციპი არის თანაბარი საარჩევნო ველის არსებობა. პოლიტიკური გარემო ხელს უნდა უწყობდეს პროცესში ყველა პარტიის თანაბარ მონაწილეობას. ხარვეზების მიუხედავად საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მეორე პრინციპია კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება. მესამე პრინციპია ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა“,- განაცხადა მელიამ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრაციების პატივისცემა დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

„მივიღეთ ინფორმაცია პარტიების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი თავისუფლად ატარებენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ასევე მათ ვთხოვეთ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და თავიდან აიცილონ პროვოკაციები. ასევე, ძალიან მნიშნელოვანია მასმედიის ხელმისაწვდომობა. მივესალმებით იმ კანონმდებლობას დანერგვას, რაც ხელს უწყობს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მედიაზე ხელმისაწვდომობას საარჩევნო კამპანიის 60 დღის განმავლობაში. იმედის მომცემია Must carry-ის პრინციპი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის გაგრძელებას არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ დავების განხილვისას და შემდეგ პერიოდში“,- განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ ძალადობისგან.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს გახდება ცნობილი2
სენსაციური კადრები, რომლის მონაწილეც ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა (VIDEO)3
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ4
ცესკო-ში შემოტანილი სარჩელების განიხვა მოეწყობა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X