ლიბიის დროებითი
პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი განხორციელებული თავდასხმის
გამო ბოდიშს იხდის.
მოჰამედ ელ მეგარიფმა
აღნიშნულ ფაქტს „სულმოკლეობა“ უწოდა და აშშ–ს ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მწუხარება გამოთქვა.
ჟურნალისტებთან
საუბრისას მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებან.
„ჩვენ ბოდიშს ვუხდით
ამერიკას, მის მოსახლეობასა და მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა ელ მეგარიფმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ს
საელჩოს შენობას თავს ისლამისტები დაესხნენ, რომლებიც 11 სექტემბერთან დაკავშირებით აშშ-ში ერთ-ერთი
სატელევიზიო ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.
internet.ge