ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიაში, საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის
ფაქტი დაგმო და აშშ–ს ყველა დიპლომატს უსაფრთხოებისაკენ მოუწოდა.
თეთრი სახლის წარმომადგენელთა
გაცხადებით, ბარაკ ობამამ ბრძანება გასცა, რომ „ლიბიაში უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად ყველა სახის რესურსი უნდა
გაიზარდოს. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ყველა ჩვენი დიპლომატი, მთელი მსოფლიოს
მასშტაბით, უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.“
პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ელჩი, კრის სტივენსი ამერიკის შეერთებული
შტატების მამაც და სამაგალითო წარმომადგენელად მოიხსენია. „ლიბიაში მიმდინარე
მოვლენების განმავლობაში სტივენსი ჩვენი ქვეყნის სახელით მსახურებდა და თავის
მისიას პირნათლად ასრულებდა“, – განაცხადა ობამამ.
„მე მტკიცედ ვგმობ
ჩვენს საელჩოზე ამ აღმაშფოთებელ თავდასხმას. ოთხი გარდაცვლილი ამერიკელი კი
ქვეყნის თავისუფლების, ერთგულების, პატრიოტობისა და სამართლიანობის სიმბოლოა“, –
ნათქვამია პრეზიდენტ ობამას განცხადებაში.
Internet.ge