GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხათუნა ოჩიაური: forsa-ს უკან ბიძინა ივანიშვილის ფინანსები აღმოჩნდება
19:40 12.09.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდის წევრი, ხათუნა ოჩიაური დარწმუნებულია, რომ კვლევითი ცენტრი –  "forsa" დაფინანსებას „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ოჩიაურმა განუცხადა, მას წარმოდგენა არ აქვს თუ რა ტიპის  ორგანიზაციაა  "forsa" .

მისი თქმით, მას მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არ აინტერესებს, რადგან ის NDI-სა და IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ობიექტურ კვლევებს ეცნობა.

„შეიძლება საინტერესო ის კვლევა იყოს, სადაც გარკვეულია თუ ვინ არის კვლევის დამკვეთი. სხვა არის, რომ პარტიებმა საკუთარი კვლევები შეუკვეთონ, მაგრამ ის კვლევა, რომელიც საჯარო ხდება და თითქოსდა არ არის პარტიისთვის გაკეთებული, ამ შემთხვევაში, საინტერესოა, ვინ არის კვლევის დამკვეთი. ასეთი უამრავი ორგანიზაცია გაჩნდება, რომელიც კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს, მაგრამ ამ ინფორმაციით არ დავინტერესდები. დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით გავიგებთ, რომ  ეს ორგანიზაცია დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილისგან იღებს“, – განაცხადა ოჩიაურმა.

შეგახსენებთ, რომ  კვლევითმა ცენტრმა  "forsa"-მ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა, რომლის მიხედვით, შერჩევით გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს.

გარდა ამისა,  "forsa" ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვებას 52 პროცენტი მიესალმება. 20 პროცენტი კი კოალიციის გამარჯვებას უარყოფითად აფასებს.  28 %  შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

კვლევითი ცენტრ  "forsa"-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა უმეტესობა 49% მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა. „ნაციონალურ მოძრაობას“  კი 43%.

გამოკითხულთა 6% მოდის "ქრისტიან-დემოკრატებზე", სხვა პარტიებს კი ხმას მისცემდა რესპონდენტთა 2%.

ამასთან, ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია 89% - ით ლიდერობს.

ეკლესიის შემდეგ 74%-ით ქართული არმია მოდის. შს სამინისტროს გამოკითხულთა  65%-უცხადებს ნდობას.  პოლიციას- 47% და ნატოს- 49%.

რესპონდენტების 48%- ევროკავშირს ენდობა.

საქართველოს პრეზიდენტს გამოკითხულთა 43%-უცხადებს ნდობას.  41% კი - მთავრობას.

გამოკითხულთაგან 38%-პრესას ენდობა. 36% - პარლამენტის.  35%- ადგილობრივ თვითმმართველობას. პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 25%-ით განისაზღვრება, სასამართლოსი კი – 30%-ით.

ორგანიზაცია "forsa"-მ საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (15-21 ოქტომბერი)1
ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში არ გადავა2
საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის თაობაზე კონსულტაციები გაიმართა3
ანდრეი შევჩენკო პოლიტიკაში მიდის4
4 წლის ბავშვი მესამე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში მოათავსეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X