GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გერმანულ „forsa“-ს მონაცემებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ
19:48 12.09.2012
დღის სიახლეები

გერმანული კვლევითი ცენტრი "forsa", რომელმაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა და რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს, მონაცემებით მანიპულირებაშია ბრალდებული.

ვიკიპედიას მონაცემების თანახმად, რომელსაც ინტერნეტ-პორტალი "პრესა.ჯი" აქვეყნებს, 2003 წელს "forsa"-მ უმაღლესი განათლების სწავლის საფასურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც კოლეჯების განვითარების ცენტრმა დაუკვეთა. მონაცემების მიხედვით, სტუდენტებისა (59%) და მოსახლეობის (67%) უმრავლესობა ეთანხმებოდა უმაღლესი განათლების სწავლის საფასურის გადახდას, თუ ამ საფასურის დაფარვა მათ სესხების საშუალებით შეეძლებოდათ. 

კოლეჯების განვითარების ცენტრმა ეს შედეგები თავის პრესრელიზშიც გამოაქვეყნა და მოქალაქეების „უმრავლესობის“ პოზიცია საზოგადოებას მედიის საშუალებით აცნობა.

თუმცა, მოგვიანებით, ცენტრის პრესსპიკერმა არაპირდაპირ დაადასტურა, რომ რესპონდენტებს საფასურის გადახდის სამ მოდელს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი და მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთქვათ უარი ამ გადასახადებზე. რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსახლეობა სწავლის საფასურის გადახდაზე კი არ აცხადებდა თანხმობას, როგორც ეს კვლევის შედეგებში ეწერა, არამედ არჩევანს აკეთებდა სამ მოდელს შორის. 

2007 წელს "forsa"-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ბრალდება გაჩნდა. ორგანიზაციამ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ის ისევ დაადანაშაულეს სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებაში.

"forsa"-ს სახელი უკავშირდება 2009 წელს გერმანიაში მომხდარ სარკინიგზო სკანდალსაც. კვლევითმა ორგანიზაციამ მონაცემები გერმანიის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის (Deutsche Bahn) სასარგებლოდ გააყალბა. 

მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმებოდა მატარებლის მძღოლების პროტესტს და ეთანხმებოდა რკინიგზის პრივატიზებას, რომელიც სინამდვილეში, სწორედ გერმანიის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მიერ იყო დაარსებული.

შეგახსენებთ, რომ  კვლევითმა ცენტრმა "forsa"-მ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა, რომლის მიხედვით, შერჩევით გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს.

გარდა ამისა,  "forsa" ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვებას 52 პროცენტი მიესალმება. 20 პროცენტი კი კოალიციის გამარჯვებას უარყოფითად აფასებს.  28 %  შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

კვლევითი ცენტრ  "forsa"-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა უმეტესობა 49% მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა. „ნაციონალურ მოძრაობას“  კი - 43%.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ტელეეთერს იანვრის ბოლოს დაუბრუნდება1
იაპონიის ელჩი საქართველოში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა2
გერმანულ „forsa“-ს მონაცემებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ3
პრეზიდენტმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო4
ზომბებმა ნიუ-იორკის მოსახლეობა დააფრთხეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X