GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს
12:28 14.09.2012
დღის სიახლეები

„ფრანს პრესი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი სააკაშვილს რუსსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. სააგენტოსთან ინტერვიუში ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ამ გზამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დაკარგულ ტერიტორიებთან კავშირის აღდგენას.

„მე არ მინდა ვაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა“, - აღნიშნა ივანიშვილმა „ფრანს პრესთან“ საუბრისას და დასძინა - „როგორ შეიძლება ვაკრიტიკოთ პუტინი, როდესაც ჩვენ სააკაშვილი გვყავს?“ 

გამოცემასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა სააკაშვილის უბრალო კრიტიკითა და მას „პროფესიონალი მატყუარა“ და „ძაღლიშვილიც“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ადრე სააკაშვილს ეხმარებოდა, თუმცა სააკაშვილმა ავტორიტარული სახელმწიფო შექმნა, რომელიც არაფრით ჯობია რუსეთსა და ბელარუსიას.

„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ არჩევნებზე დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ივანიშვილი მასობრივი აქციების მოწყობას გეგმავს. თუმცა, პუბლიკაციის ბოლოს, ივანიშვილი, ასევე, იმასაც ამბობს რომ პოლიტიკაში ამბიციური გეგმები არ აქვს და გაპრემიერების შემდეგ, ორ წელიწადში წავა პოლიტიკიდან, ხოლო თავის გუნდს პარლამენტში დატოვებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურად გარდაქმნა საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს1
სამეგრელოში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება2
ევროპის სუპერთასი 2015 თბილისში გაიმართება3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (25 ივნისი - 1-ელი ივლისი)4
დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მიიყვანა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X